უმრავლესობამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. კანონპროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. მას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

9 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადადებას მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ 15-მა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძაობის“ 5 წევრმა, „პატრიოტთა ალიანის“ 6 დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა და ფრაქციის გარეშე დარჩენილმა ორმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში საერთოდ მონაწილეობა არ მიიღო მამუკა მდინარაძემ, გუგული მაღრაძემ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი ვოლსკიმ, გივი ჭიჭინაძემ და ერეკლე ტრიპოლსკიმ.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა 17 დეპუტატმა. მომხრეები: აბესაძე ირაკლი; არველაძე რევაზ; დავით ბაქრაძე; ეკა ბესელია; აკაკი ბობოხიძე; გიგა ბოკერია; თინათინ ბოკუჩავა; ბიძინა გეგიძე; ლევან გოგიჩაიშვილი; ხათუნა გოგორიშვილი; რომან გოცირიძე; თენგიზ გუნავა; ლაშა დამენია; ალექსანდრე ერქვანია; ირმა ინაშვილი; გიორგი კანდელაკი; ზაზა კედელაშვილი; ზვიად კვაჭანტირაძე; ემზარ კვიციანი; ლევან კობერიძე; გიორგი ლომია; ადა მარშანია; ნიკა მელია; გელა მიქაძე; გიორგი მოსიძე; ირმა ნადირაშვილი; კობა ნარჩემაშვილი; ბექა ნაცვლიშვილი; რამაზ ნიკოლაიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; სერგო რატიანი; სალომე სამადაშვილი; აზერ სულეიმანოვი; გიორგი ტუღუში; გედევან ფოფხაძე; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი; ლელა ქებურია; ნატო ჩხეიძე; მირიან წიკლაური; ზურაბ ჭიაბერაშვილი; დავით ჭიჭინაძე; ელენე ხოშტარია. მოწინააღმდეგეები: ლევან ბეჯანიძე;გოგა გულორდავა; ისკო დასენი;მუხრან ვახტანგაძე; ვანო ზარდიაშვილი; რატი იონათამიშვილი; სოფო კილაძე; ირაკლი კობახიძე; თამარ ხულორდავა; ირაკლი მეზურნიშვილი; სავალან მირზოევი; კობა ნაკაიძე; ანრი ოხანაშვილი; ირინე ფრუიძე; მიხეილ ყაველაშვილი; შოთა შალელაშვილი; ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა