დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1987 წელს.
1976-1978წწ. სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა; 1984-1985წწ. მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს უფროსი; 1985-1987წწ. სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987-1989წწ. სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1991წწ. ასოციაცია "საქართველოს" სამტრედიის ფილიალის დირექტორი; 1991-1993წწ. მოსკოვის კომერციული ბანკის "პროგრეს-ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი; 1993-1995წწ. მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. "ინტერის" დირექტორი; 2000-2002წწ. "დაგრეგოს" გენერალური დირექტორი; 2002-2005წწ. შპს "ოპალლის" დირექტორი; 2005-2009წწ. "ტრანსსერვისის" დირექტორი; 2009-2014წწ. შპს "სანტრეას" დირექტორი; 2014-2015წწ. შპს "სავინიონის" დირექტორი.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" , წევრი (2016-).