დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1991 წელს; თბილისის სახელმწიფო უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმანული ენა 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1994 წელს.
საბჭოთა არმიის რიგითი (1986 - 1988); თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების შემსწავლელი კურსი - გერმანული ენა (1988 - 1989); მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი (1991 - 1993); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი (1991 - 1994); თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი (1993 - 1996); შპს "კავკასიის" დირექტორის მოადგილე (1995 - 1997); შპს "არხატი" დირექტორი (1997 - 2002); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი (2001 - 2002; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი (2002 - 2006); ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2006 - 2008); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2006 - 2012); ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2008 - ).
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016);
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017).