დეპუტატი
რამაზ ნიკოლაიშვილი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს.

1990-1993 წწ. სსი თბილქალაქპროექტის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1993-1994 წწ. შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1994-2000 წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინპექციის ოპერატიული სამმართველო; 2000-2003 წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი; 2003-2004 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2007 წწ. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007-2008 წწ. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2008 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2008-2010 წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2010-2012 წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრისაქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2016-2017).

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა