დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1994-1998 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბაკალავრის აკადემური ხარისხი; ასევე სწავლობდა ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში.
2008-2009 წწ. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, აღმასრულებელ მენეჯერი; 2008-2009 წწ. ტურიზმის სკოლა "ნიუკაზის" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010 წწ. "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011 წწ. "საქართველოს უნივერსიტეტი" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2009-2014 წწ. საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს იყო ბრიუსელში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე; 2012-2014 წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი; 2013 წლიდან ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის - "ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი; 2013 წლიდან "კავკასიის უნივერსიტეტის" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე. 2014-2016 წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" , წევრი (2016-);საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016).