დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი; დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1992-1993წწ. მუშაობდა გაზეთ "მიმომხილველში" ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ პოლიტიკური განყოფილების უფროსად; 1996 წელს ლ. რამიშვილთან, გ. თარგამაძესთან და დ. ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება "თავისუფლების ინსტიტუტი"; 1989–1995წწ. სტუდენტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი; რადიო-გადაცემა "პიკის-საათის" პოლიტიკური მიმომხილველი(1993); 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" პოლიტიკური განყოფილების უფროსი; ტელეარხი "რუსთავი2"-ის გადაცემა "აქცენტების" ავტორი და წამყვანი(1996), საინფორმაციო პროგრამა "კურიერის" კორესპოდენტი; 1994 წელს იმყოფებოდა აშშ-ში სტაჟირებაზე და მუშაობდა მედისონის(აიოვას შტატი) ადგილობრივ გაზეთში; აქვს საგაზეთო სტატიები და რამდენიმე პუბლიკაცია რუსულ და ინგლისურ ენოვან გაზეთებში; 1996-2004წწ. "თავისუფლების ინსტიტუტი" - ადამიანის უფლებათა პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი; 2008-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2010-2013წწ. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.
· ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე–პრეზიდენტი (2005-2008);
· ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი (2007-);
· ნატოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2004-);
· პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ერთ-ერთი ლიდერი;
· საქართველოს დროებითი სტუდენტური კავშირი, წევრი (1991-1992);
· სტუდენტური გაერთიანება "პრეს-კლუბი", წევრი (1991-1992);
· საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაცია, წევრი (1993-);
· საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2007-);
· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის, წევრი (2004-2008);
· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008);
· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017).