დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 2003 წელს.
წყალტუბოს კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ქალაქის გამწვანების კანტორის მუშა (1984 - 1986); წყალტუბოს რ-ის ს. გეგუთის საბჭოთა მეურნეობის სამშებელო ბრიგადის მუშა (1986 - 1988); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (1988 - 1993); წყალტუბოს პროკურატურის სტაჟიორი (1993 - 1994); წყალტუბოს პროკურატურის უფროსი გამომძიებელი (1994 - 1995); ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (1996 - 1997); შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტანენტის თავმჯდომარის მოადგილე (1997 - 1998); საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი (1998 - 1996); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (1998 - 2000); საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე (2000 - 2000); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2000 - 2001); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2001 - 2003).
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“, წევრი (2016-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" , წევრი (2016-2016).