დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; ასპირანტურა/დოქტორანტურა 2004 წელს; ჰერტის მმართველობის სკოლა, "სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი გარდაქმნისთვის" (ბერლინი, გერმანია) 2012 წელს; ლუნდის უნივერსიტეტი(შვედეთი), გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი 2014 წელს.
2001-2002 წწ. სახელმწიფო ქონების მართვის სამსახური, იურიდიული დეპარტამენტი, სტაჟირება; 2002-2003წწ. უშიშროების საბჭოსთან არსებული სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათშორისი კომისიის კოორდინატორი, სამდივნოს უფროსი; 2003-2004წწ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტი; 2004-2005წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის პროგრამა, იურისტი; 2006-2010წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ადვოკატთა სერტიფიცირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევები, სამართლებრივი მართლწერა და პროფესიული ეთიკის საკითხებში; 2007-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სასამართლო ადვოკატირების კურსი, მოწვეული ლექტორი; 2005-2015წწ. კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, იურისტი; 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).