დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.
1994-1995 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გენერალური მდივანი, პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე გადაცემების: "+ და -" და "ტელე-კატალოგის" წამყვანად; 1995-1996 წწ. წლებში ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის ჰეპატოლოგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1997-2000 წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი; 2000-2001 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2004 წელს გაიარა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (სტრასბურგი) სრული კურსი პოლიტოლოგიასა და პოლიტეკონომიაში; 2004-2006 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე; იმავე პერიოდში იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; 2007-2016 წწ. შპს "პროდიუსერული ცენტრი GameTV"-ის დირექტორი და პროექტის "რა? სად? როდის" ავტორი და წამყვანი; 2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსი დრამატული სერიალების პროდიუსირების მიმართულებით; 1991 წლიდან საქართველოს კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი; 2011 წლიდან დავოსის ეკონომიკური ფორუმის The Global Shapers Community-ს საქართველოს ჰაბის დამფუძნებელი.
· ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის, კავშირის თავმჯდომარე (1997-2000);
· პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2002-2004);
· საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო , გამგეობის წევრი (1998-1999);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-);
· საქართველოს მედიკოს-სტუდენტთა ასოციაცია (GeoMSA) , პრეზიდენტი (1995-1996).