დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს.
2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში (MMU), სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა; 2004-2006წწ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2006-2009წწ. "თანასწორობის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი; 2009 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით, სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა; 2013 წლიდან "კავკასიის სამართლის სკოლის" დოქტორანტი; 2013-2014წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავჯდომარე; 2014-2015წწ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2014 წელს პროექტ "სასამართლოს მონიტორინგის" კოორდინატორი; იმავე წელს გერმანიის ქალაქ გურმერბახში "ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა" გაიარა; 2015-2016წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული "წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის“ წევრი; 2016 წელს კოორდინაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პროექტის - "საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის" განხორციელებას.
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).