დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო. 1988-1995წწ. "დინამო თბილისი", ფეხბურთელი; 1994-1995წწ. "ალანია-ვლადიკავკაზი", ფეხბურთელი; 1995-1997წწ. "მანჩესტერ-სიტი", ფეხბურთელი; 1997-1999წწ. "გრასჰოფერი", ფეხბურთელი; 1999-2002წწ. "ციურიხი", ფეხბურთელი; 2002-2003წწ. "ლუცერნი", ფეხბურთელი; 2003-2004წწ. "სიონი", ფეხბურთელი; 2004-2005წწ. "არაუ", ფეხბურთელი; 2004 წელს "ალანია-ვლადიკავკაზი", ფეხბურთელი; 2005-2006წწ. "გაზელი", ფეხბურთელი; 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი; 2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია; 2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია "ტალანტების ფაბრიკა"; 2016 წელს მოიპოცა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი", დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2007-);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).