მარიამ ჯაშის განცხადებით, პოლიტიკური პაუზის აღებას და საერთაშორისო ორგანიზაციებში დაბრუნებას ფიქრობს

დადგა ნდობის საკითხი პოლიტიკური გუნდის მიმართ, რადგან ჩვენ ორი თვის წინ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას განვუცხადეთ ჩვენი მზაობა, რომ 2020 წლიდან სისტემა პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვას, თუ რამ განაპირობა მისი გადაწყვეტლიება „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

როგორც ჯაშმა აღნიშნა, მისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, რომ ხმათა რაოდენობა, მით უმეტეს, ოპოზიციური ფრაქციების თანხმობის შემთხვევაში, არ იქნებოდა საკმარისი საკონსტიტუციო ცვლიელების მისაღებად“.

„ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო ეს პრინციპული საკითხი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. არაერთი საპირისპირო პოზიცია და აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გუნდში. შესაძლებელია, დღეს, ჩვენი საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის ყველაზე ნაკლებად პრინციპული ყოფილიყო საარჩევნო სისტემის ფორმა და ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ აქ დადგა პრინციპი ნდობისა პოლიტიკური გუნდის მიმართ, რადგან ჩვენ 2 თვის წინ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, განვუცხადეთ ჩვენი მზაობა, რომ 2020 წლიდან გადასულიყო სისტემა პროპორციულ არჩევნებზე და როდესაც ხდება აღნიშნული პირობის დარღვევა, მით უმეტეს, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობით ჩვენივე კოლეგების მხრიდან, ბუნებრივია, რთულია ამ ნდობის ფაქტორის შენარჩუნება“, - განაცხადა ჯაშმა.

ჯაშის თქმით, მას არ უკვირს, რომ „ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან ბევრი დეპუტატის მხრიდან, მათ შორის, კახა ოქრიაშვილის მხრიდან, სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან, იყო ცნობილი, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ სამაჟორიტარო სისტემის გაუქმებას“.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ჯაშმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „არანაირი დისკურსი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არ არსებობს“.

„მე მჭირდება გარკვეული დრო სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით, რომ ჩამოვყალიბდე“, -განაცხადა ჯაშმა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სამომავლო გეგმები 2020 წლის არჩევნებს არ უკავშირდება. მისი თქმით, „პოლიტიკური პაუზის აღებას და საერთაშორისო ორგანიზაციებში დაბრუნებას ფიქრობს“.

ამასთან, მისი თქმით, მას არ ქონდა წინასწარი კონსულტაცია ივანიშვილთან უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით და ივანიშვილისთვის შეიძლება მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო განსაკუთრებით მოულოდნელი, რადგან წინასწარ არანაირი განცხადება არ მქონდა გაჟღერებული“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა