ყოფილი დეპუტატი
თამარ ჩუგოშვილი

დაბადების ადგილი ქ. გურჯაანი.

თამარ ჩუგოშვილს განათლება მიღებული აქვს სამართალსა და სახელმწიფო მართვაში. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში - ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

2010-2012 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, იმავე პერიოდში - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 32 არასამთვრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე და 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის მმართველი კომიტეტის წევრი.

2013-2014 წლებში თამარ ჩუგოშვილი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ პერიოდში ის იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის მთავარი კოორდინატორი საქართველოს მთავრობასთან.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს მნიშვნელოვანი საკონკურსო პროგრამები: ჰარვარდის კენედის სკოლის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პროგრამა „ჰარვარდის მოედნიდან - ოვალურ კაბინეტამდე“ (ოქტომბერი, 2014 - მაისი, 2015, კემბრიჯი, აშშ.); საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის პროგრამა (2014-2015, ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლა, აშშ,); აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საკანონმდებლო სტაჟირების პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკა, 2010); ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამა (2012, ბრიუსელი, ბელგია); კემბრიჯის ადამიანური რესურსების მართვის დისტანციური სწავლების პროგრამა (2005-2006).

თამარ ჩუგოშვილი არის ავტორი ნაშრომებისა: მართლმსაჯულება საქართველოში (2010); უმაღლესი აუდიტის სამსახურის კონცეფცია (2008); საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (2008); პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგი; ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში (2007).

2014 წელს თამარ ჩუგოშვილი გახდა ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო კონკურსის (HUMAN RIGHTS TULIP AWARD), ე. წ. ტიტის დაჯილდოვების შესარჩევი ჟიურის წევრი (ჰოლანდია). მას მიღებული აქვს ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის ჯილდო სტუდენტურ სწავლებაში მიღწეული წარმატებისთვის (2015, ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლა, აშშ).

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016 წლის ნოემბრიდან დღემდე)პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2016)აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელი (2016- 2015)საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი (2014-2013)საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) თავმჯდომარე (2010-2012)საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტების კოორდინატორი, საიას საპარლამენტო მდივანი (2010-2004)განათლება:

ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, მაგისტრის ხარისხი (2014-2015)თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი (2001- 2006)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში თამარ ჩუგოშვილთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის პროცესი გრძელდება
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე და ნინო გოგუაძე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ
თამარ ჩუგოშვილი - რაიმეს გამოსწორების დროც და შანსიც ძალიან მცირდება - შეწყვიტეთ სანამ დროა!
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - პარლამენტმა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ინიციატივის განხილვა უნდა განაგრძოს
თამარ ჩუგოშვილი - თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, ქუჩის ოპოზიციად დარჩება - ამომრჩევლებს უნდოდათ ისინი პარლამენტში ყოფილიყვნენ
თამარ ჩუგოშვილი - ცესკომ უნდა გაიგოს, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ციხით მთავრდება - თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ
თამარ ჩუგოშვილი - ცესკო საზოგადოების თვალში ჩანს როგორც არჩევნების გამყალბებელი - თუ ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა?
თამარ ჩუგოშვილი - ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები
თამარ ჩუგოშვილი „საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებზე - რატომ გახდა საჭირო დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება, პასუხი არ მიგვიღია
ლევან კობერიძის განცხადებით, „ლელო“ ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ თამარ ჩუგოშვილის წინადადებას მხარს დაუჭერს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას
თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო საზოგადოება გაფაციცებით აკვირდება არჩევნებს და დარღვევების შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება ერთადერთი, ვისაც პრობლემები შეექმნება
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს
ანონსი 1 სექტემბერი
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტი არ იყენებს იმ მექანიზმებს, რომლითაც მას ხელისუფლების კონტროლი შეუძლია
თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლება ამბობდა, კონგრესს ნუ უსმენთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წაიკითხეთო, ახლა ისიც დაწერს დარღვევებზე
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა