დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი" 1998 წელს და მიიღო ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია; 2003-2005წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი; 2011 წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში.
1998 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; 1997-1999წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს მოწვეული სპეციალისტი; 1999-2000წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი; 2003 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი; 2007-2011წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი; 2011 წელს მსოფლიო ბანკი (The World Bank), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს West-Eart AIDS Foundation, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2012წწ. PricewaterhouseCoopers და კურაციო, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS), დამოუკიდებელი ექსპერტი; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), დამოუკიდებელი ექსპერტი; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი (The Global Found), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2016წწ. დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012-2014წწ. საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. ააიპ "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015 წელს გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNDP, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNWOMEN.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).