ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველოს“ ძალისხმევით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების შავრაზმული მცდელობა ჩავარდა

„ევროპული საქართველოს“ ძალისხმევით „ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღების შავრაზმული მცდელობა ჩავარდა,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის დროს აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციის გარდა, მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის შემდეგმა დეპუტატებმა: გუგული მაღრაძემ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ" სცადა, გაეძვრინა დეპუტატ ქანთარიას კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან“ სიტყვა "ლიბერალურის" ამოღების შესახებ. „ევროპული საქართველოს", განსაკუთრებით კი სერგო რატიანის ძალისხმევით, ეს შავრაზმული მცდელობა - ილია ჭავჭავაძის და თერგდალეულების მიერ დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგო - ჩავარდა.

აღნიშვნის ღირსია, რომ ამ შავრაზმული მცდელობის წინააღმდეგ, „ევროპულ საქართველოსთან" ერთად, ხმა მისცეს დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან": გუგული მაღრაძემ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ.

სხდომას ესწრებოდა თამარ ჩუგოშვილი, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც მოგვიანებით სრულიად დემაგოგიური განმარტება გააკეთა.

ბუნებრივია, კანონპროექტის მხარეს აღმოჩნდა „პატრიოტთა ალიანსი". ის ხომ „ქართული ოცნების" მიერ მოტანილი სიბნელის ყველაზე გულმხურვალე ადეპტია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომელიც ისე ირყევა, "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა". დეპუტატ ქანთარიასთან, ზოგადად "ქართულ ოცნებასთან" და "პატრიოტთა ალიანსთან" პრეტენზია არც მაქვს - ისინი ამ სიბნელით მოვიდნენ ხელისუფლებაში და სანამ ძალაუფლება უპყრიათ, შეეცდებიან, თავისი გაიტანონ. აი, მარიამ ჯაშთან დაკავშირებით კი რჩევა მექნება ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან, ვისაც სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარეობა „აღგაფრთოვანებთ": სულ ტყუილად გრჩებათ მხედველობიდან ქალბატონი მარიამი.

მცირე რეპორტაჟს კი დავასრულებ სოციალისტი დეპუტატის, ბაქა ნაცვლიშვილის გამონათქვამით, რომ სიტყვა „ლიბერალიზმი" ინდივიდულიზმის ფეტიშს ამკვიდრებს" - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას