მიხეილ დაუშვილი - პრეზიდენტთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით - არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა

პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა „გახარია საქართველოსთან“.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მას რომ აქვს, ამაში ახალი არაფერი არ არის და არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, ის რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა”, - განაცხადა დაუშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კომუნიკაცია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის და ამაზე კითხვა გიორგი გახარიას უნდა დაუსვან.

„რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტთან წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ გვქონდეს თანამშრომლობა და ზოგადად პოლიტიკური მხარდაჭერა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, TV 24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და ალიანსის შექმნა გიორგი გახარიას პარტიასთან სურს. მათივე ინფორმაციით, ახალ პარტიაში ეკა ბესელია, შოთა შალელაშვილი და თამარ ჩუგოშვილიც იქნებიან.

ასევე მათი ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას