დაბადების ადგილი ქ. თბილისი. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993-1994წწ. სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი - პრაღა), ხოლო 1993-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1996-1997წწ. ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში; 1995-2000წწ. იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) თბილისის ოფისში; 2000-2012წწ. მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012წწ.) ეკავა რექტორის თანამდებობა; 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად; საქართველოს პრეზიდენტად არჩეული იყო 2013 წელს.