ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

„პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასოციაციის ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები წარადგინა. შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას მკაფიოდ ასახავს.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები დასვეს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას