დაბადების თარიღი: 21.09.1979
დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა ECA Academy, შეერთებული შტატები 1996 წელს;
საქართველოს დიპლომატიური აკადემია 2000 წელს;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს;
მართვის ევროპული სკოლა, თბილისი (თავისუფალი უნივერსიტეტი) 2010 წელს;
2020 - კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯი - აღმასრულებელი MMA (მაგისტრის ხარისხი მართვის ანალიტიკის მიმართულებით);
2020 - ჰარვარდის პროფესიონალური განვითარების პროგრამა - ბიზნესის მართვა კრიზისულ პერიოდში არის 56 სამართლებრივი აქტის ავტორი და ინიციატორი, მათ შორის: „ორგანული კანონი სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ”; „კანონი ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ”; „კანონი საქართველოს აგროტურიზმის შესახებ”; ცვლილებები "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" 1999-2000წწ. Northrop Grumman, პროექტის ასისტენტი; 2001-2004წწ. გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში, EDP ასისტენტი; 2004-2007წწ. "გაეროს ოპერაციები კოტ დ’ვუარში", რეგიონალური წარმომადგენელი; 2008-2009წწ. "ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", თბილისი, პროექტის მენეჯერი/შიდა კონსულტანტი; 2009-2011წწ. "ბანკი რესპუბლიკა-ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", თბილისი, პროექტებისა და ბიზნეს ანალიზის დეპარტამენტის უფროსი; 2011-2013წწ. სს "სილქნეტი", დირექტორთა საბჭოს წევრი, მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014 წელს სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო, დირექტორი; იმავე წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2016-2020 - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, N62 ოლქის მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი; პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-), აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტი; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრი; 2021 წლის მაისიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2021 წლის აგვისტოდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე.