1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 2001 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; 2002 წელს მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი( CESMA).
1997–1999წწ. საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი; 1999 წელს შემოსავლების სამინისტრო, სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1999-2001წწ. რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი(CERMA), მთავარი კონსულტანტი; 2002-2007წწ. შპს "წინანდლის ძველი მარანი", გენერალური მენეჯერი; 2007-2009წწ. USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2009-2012წწ. შპს "SCHUCHMANN WINES GEORGIA" -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი; 2012 წლიდან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2017 წელს დაინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად.