განათლება:
2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა - საერთაშორისო ურთიერთობები;
2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა - საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი;
1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა - საერთაშორისო ურთიერთობები;
1988-1999 წწ. - დედოფლისწყაროს რაიონის N1 საშუალო სკოლა.
სამუშაო გამოცდილება:
22/02/2021-დან - საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
08/09/2019-22/02/2021 - საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
05/03/2019 წ. - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი;
12/02/2018-01/08/2019 - კერძო სექტორი;
20/11/2013 - 24/12/2015 წწ. - საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
25/10/2012 - 17/11/2013 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
15/02/2012 წ. - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
07/2009- 06/2012 წწ. - შპს „ქართული ოცნების" დირექტორი;
12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. „ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;
05/2005 - 10/2005 წწ. - შპს „ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. - შპს „ბურჯის" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001- 2002 წწ. - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი.
ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ოთხი შვილი