სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. როგორც ადვოკატი საძაგლიშვილი აცხადებს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება 7 ნოემბერთან დაკავშირებით იმ ხელისუფლების მხრიდან, ვინც მოაწყო 20 ივნისის სისხლიანი ღამე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რაზეც აიღო კიდეც პასუხისმგებლობა. ხოლო, ხელისუფლება, რომელსაც არათუ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აუღია და პირიქით, გაცემული დაპირებებიც არ შეუსრულებია 20 ივნისის შემდეგ, ცხადია, არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისა, რომ დევნიდეს პრეზიდენტ სააკაშვილს“, - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა