"ევროპული საქართველოს" წევრი
გიგი უგულავა

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის, ფილოსოფიურ დისციპლინათა მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1992-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1993 წელს მუშაობდა ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ კოლეჯში, თ. ყანჩაველის საავტორო კოლეჯში “ნობილე” და 58-ე საშუალო სკოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში იყო ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1997-1998 წლებში იყო ტელეკომპანია “იბერია TV”-ს ჟურნალისტი.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1999-2000 წლებში იყო ფონდ “ინტერნიუსის” ჟურნალისტი. ამავე პერიოდში მუშაობდა Transparency International-Georgia პროგრამების მენეჯერად, ხოლო

2000 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა ფონდ “ევრაზიაში” კონსულტანტად.

2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი განათლების ასოციაცია - ALPE -ს დირექტორი.

2003 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ, ამავე წლის მარტში პირველ მოადგილედ.

2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აპრილამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

2005 წლის 20 აპრილს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.

2001 წელს მონაწილეობდა ახლადდანიშნულ მენეჯერთათვის გამართულ ტრენინგში და აგრეთვე ტრენინგში სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის გაუმჯობესების საკითხებზე (ბელგია).

2002 წლის სექტემბერში გახდა ჯონ სმიტის სტიპენდიანტი (გაერთიანებული სამეფო), თემა - “დემოკრატია, პრესისა და მაუწყებლობის რეგულაცია გაერთიანებულ სამეფოში”.სხვადასხვა დროს იყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, არასამთავრობო მონიტორინგის განათლების სექტორის ჯგუფის კოორდინატორი.

2005 წლის 12 ივლისს დაინიშნა ქ. თბილისის მერად.

2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია.

2010 წლის 30 მაისის ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი.

2009-2014 წ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევერი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

2017 წლის 27 მაისიდან დღემდე პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ გენერალური მდივანი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
ანონსი  15 თებერვალი
ბადრი ჯაფარიძე - ასეთი სისულელე თქვა უგულავამ - გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? - არ მგონია, ასეთი რამე ეთქვას - ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის“, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ
პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი ცდილობს, კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას" - თუ კომფორტში ყოფნაა საზრუნავი და მთავარი ამოცანა, რომ დილა-საღამოს ძაღლი გაასეირნო, მაშინ არ მექნება ნდობა თანხმობის პროცესის მიმართ
კახა კალაძე - "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ბოროტი ძალაა - ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები შეჭამოს, გამოიყენოს და მიაგდოს
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე -  თუ აქამდე ერთ ფანჩატურში ეტეოდნენ, ახლა ერთი ქოლგის ქვეშ ცდილობენ დატევას
საპენსიო სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებისთვის დასჭირდა „ნაცების“ მთავარ ოპონენტად შენარჩუნება, ის შეეცდება „ნაცმოძრაობა“ არ გაძლიერდეს და არც დაიშალოს, ამ თამაშს თამაშობს „ოცნება“ და საკმაოდ წარმატებულადაც
გია ხუხაშვილი - ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ავაშენებთ „ტიტანიკს“, რომელიც განწირულია ჩაძირვისთვის
გიგი უგულავა - აქამდე ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებთან თამაშის რაღაც წესებს ექვემდებარებოდა, დღეს ვხედავთ, რომ საერთოდ გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს თითქმის შეცვლილი
პროკურორი სააკაშვილს - რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5500 ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ!
პაატა დავითაია - პირველობისთვის ბრძოლა აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს - გამარჯვების შანსი აქვს დიდ გაერთიანებას, სადაც პოლიტიკურ ვალდებულებებს ასრულებენ და არ ითხოვენ, რომ ყველა პარტია მათი „თამაშის წესებში“ მოექცეს
ლევან იოსელიანი - "ნაციონალურ მოძრაობას" პლუს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უდრის "ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ ვთვლი, რომ მისი ქოლგის ქვეშ ყოფნა რაღაც ფანტაზიაა
გიორგი ვაშაძე - ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც ვიქნები, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის" გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა
გიგა ბოკერია გიგი უგულავას განცხადებაზე - „ევროპულ საქართველოში“ ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ
გია ვოლსკი გიგი უგულავას განცხადებაზე - შალვა ნათელაშვილის ფანჩატური ქოლგით შეიცვალა
პროკურორი - დღეს აეროპორტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაიკითხნენ, ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახა, გიგი უგულავას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი
ირაკლი ქადაგიშვილი გიგი უგულავას განცხადებაზე - როცა ძალაუფლებისთვის არის ბრძოლა, როგორც იტყვიან, ძალაუფლების ტორტის გაჭრაში ყველას ადგილი არ ხვდება
ვახტანგ ძაბირაძე გიგი უგულავას განცხადებაზე - „ჰალსტუხიანთა პარტია“ რა არის, თვითონ „ფიშტოიანთა" პარტიები არიან?
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა