ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ივანე მერაბიშვილი

1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა.

1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.

2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ასრულებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გახდა. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 30 ივნისამდე. 2012 წლის 4 ივლისს ის დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრად და ამ თანამდებობაზე ის იმყოფებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას.

2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
პროკურორი - უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, რადგან პასუხი არ აქვს მძიმე ბრალდებებზე - პროცესებს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს
სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
ელგუჯა ცომაიას განცხადებით, მას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა და სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება სთხოვა
მიხეილ სააკაშვილი - 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია, გადავდექი - ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა
პროკურორი - არის მყარი მტკიცებულებები, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება, რასაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბერს
პროკურორი - თუ სააკაშვილმა მხოლოდ ტელევიზიით გაიგო 7 ნოემბრის ძალადობრივი მოვლენები, მეორე დღეს რატომ დააჯილდოვა უმაღლესი წოდებებით ამ ძალადობის ორგანიზატორი მაღალჩინოსნები?
ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის დარბევის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუქციები არ გაუცია
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას" დასკვნა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება
კახა კოჟორიძე - სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - ხალვაში ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია აქიმიძე-დვალს, ნასყიდობის საფასური მისცა ოქრუაშვილს, 4 მლნ კი მერაბიშვილს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
ალეკო ელისაშვილი - სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? - სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ირაკლი ზარქუა - წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ
ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე - რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! - ბოდვებს თავი დაანებოს
მამუკა არეშიძე - თუ შს მინისტრი რაც უნდა იმას აკეთებდა, მაშინ სააკაშვილი თვითონ კი არ უნდა გადამდგარიყო, ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა დამნაშავეები
პროკურორი - ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს მის მიმართ არსებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა