საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

დაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს; 1993 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler"; 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა. სწავლობდა ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემიაში და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; 2000-2001წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2002-2003წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2015 წლის 13 თებერვალს დაინიშნა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

· პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დამფუძნებელი და ლიდერი (2001-);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი , თავმჯდომარე (1995-1998);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარე (1998-1999);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000);

· საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-);

· საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· 2009 - სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი;

· 2008 - საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში";

· 2006 - ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

· 2005 - უკრაინის წლის ადამიანი;

· 2005 - აშშ-ის ადვოკატთა ასოციაცია, პრიზი, კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის;

· 2004 - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან "წლის ევროპელის" ყოველწლიური პრემია;

· ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორი.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის წერილი არ წამიკითხავს, მგონი, არც არის საინტერესო, მაგრამ მისი საქმეა წერილებს სად გააგზავნის, როგორ გააგზავნის
გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძეს ცარიელ ნიადაგზე არაფერი აღმოუცენებია - მის მიერ გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ ფაქტებს ეხება
ანა ბუჩუკური  - ირაკლი კობახიძეს პასუხი არა აქვს, რატომ არის ქვეყანა ცუდ დღეში - ის რეალური პრობლემების სამარცხვინო ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციის გაერთიანება სკეპტიკურად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, ეს ვერც მოხერხდება
ლევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენი მთავარი საკითხია - კონსულტაციებს გავაგრძელებთ ყველასთან, მათ შორის „ევროსოციალისტებთან“ და გახარიას გუნდთან
თემურ ჯანაშია - მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, სპეკულაციები რომ დამთავრდეს, მოხსნას პრეზიდენტ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემულ განკარგულებებს გრიფი
ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაასაჯაროოს ის ვიდეო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა, ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში - ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ
მიხეილ სააკაშვილი - ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დავიწყების ორმოდან ამოსათრევად - თუ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ დასავლეთთან
მიხეილ სააკაშვილი - დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ
გივი მიქანაძის ინფორმაციით, უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერს
ანა ბუჩუკური - სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას
ხატია დეკანოიძე - "ნაციონალური მოძრაობა" იმსჯელებს - დიდწილად ალბათ, ბადრი ჯაფარიძე მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას
მიხეილ სააკაშვილი - როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ
რომან გოცირიძე გახარიას პარტიის წევრებს - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიას ერთი ადამიანი აკლდება და გამოიჩინეთ სითამამე
თაკო ჩარკვიანი - შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ გავისტუმროთ, ქვეყანამ თავი არ მოიჭრას და ციხეში არ მოკვდეს ეს ადამიანი
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა