16 ნოემბერს, 09:15 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოადგილე თამარ ტალიაშვილთან ერთად, თბილისის 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გასვლით შეხვედრას გამართავენ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ სახელმძღვანელოებს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ" გადასცემენ.
მის: სოფელი დიღომი, სარაჯიშვილის ქუჩა, ჩიხი 1, N 2
16 ნოემბერს, 10:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგს გამართავს.
თემა: მე-18 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, დაწესებულების აღჭურვილობა და მედპერსონალის დაცულობა.
მის: გორგასლის 24ა
16 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
16 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16 ნოემბერს, 11:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეხვედრა გაიმართება მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციასთან.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, N304)
16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
16 ნოემბერს, 12:15 საათზე, კასპის რაიონის, სოფელ კოდისწყაროში საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველო“ და USAID – „ზრდა საქართველოში“ სმეორადი ზეთების გადამამუშავებელ საწარმოს გახსნიან.
ღონისძიებას დაესწრებიან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; USAID-საქართველოს ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
საკონტაქტო: ნათია წულაძე - 577461767
16 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლელოს" ლიდერების, მედიკოსების, წევრების და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია - "ოცნება კლავს" გაიმართება.
მის: აკაკი წერეთლის 144; ჯანდაცვის სამინისტროს წინ.
16 ნოემბერს, 14:30 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიმართება ბრიფინგი. განცხადებას გააკეთებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილი.
მის: ზურაბ ანჯაფარიძის ქ.N 27
16 ნოემბერს, 15:00 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია საქართველოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიებას გამართავს, რომელსაც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: რუსთავი, ვახუშტის ქ. 8
16 ნოემბერს, 16:00 საათზე, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.
მის: ლ. გუდიაშვილის N3 (სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისი" )
16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო საშუალებების ფასების ექსპერტთან ლუკა ვუნკინოსთან შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)