პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს.

უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი აირჩიეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ;

ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი.

2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას.

2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:

  • კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
  • გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
  • სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
  • სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
  • სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება
ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების დადასტურების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი
შალვა პაპუაშვილი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს
შალვა პაპუაშვილი - ვამაყობთ საქართველოსა და ლიეტუვას შორის პარტნიორობით
"ევროპის უნივერსიტეტში" ონლაინ ზამთრის სკოლის მეორე გამოშვების გახსნის ცერემონია გაიმართა
ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - მოგიწოდებთ, რომ თუ გამოიტანთ ამ საკითხს, კენჭი არ უყაროთ დადებითად კოლეგებისთვის მანდატის ჩამორთმევას
პარლამენტის წევრებმა თამაზ მეჭიაურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ დეპუტატს, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებაც დღეს იმსჯელებენ, 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვს
შალვა პაპუაშვილი - ახალგაზრდების ჩართულობა ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია
შალვა პაპუაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს ოფიციალური წერილით მიმართავს
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ეხმაურება
შალვა პაპუაშვილი - ლონდონში ვიზიტმა გვაჩვენა, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ არის
შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
თეონა აქუბარდია - გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2022
შალვა პაპუაშვილი The Royal United Services Institute წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - გაერთიანებული სამეფოს პრემიერის მრჩეველს გავაცანით ხედვა, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა