Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილს თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე და ყოფილი პრემიერ - მინისტრი, გიორგი გახარია იკავებენ.
კალაძეს მოსახლეობის 55% "პოზიტიურად", 45% "ნეგატიურად“ აფასებს, გიორგი გახარიას კი გამოკითხულთა 49% აფასებს „პოზიტიურად“, 51% - „ნეგატიურად“.
რეიტინგში მესამე ადგილს დავით ბაქრაძე იკავებს, რომელსაც „პოზიტიურად“ 48%; „ნეგატიურად“ 52% აფასებს.
მეოთხე ადგილზეა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, მას „პოზიტიურად“ 47%, „ნეგატიურად“ 53% აფასებს.
თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია მოწონების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს - მას გამოკითხულთა 46% აფასებს „პოზიტიურად“, 54% კი „ნეგატიურად“.
დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ირაკლი ღარიბაშვილი - 44% („ნეგატიურად“ 56%)
შალვა ნათელაშვილი - 41% („ნეგატიურად“ 59%)
ბიძინა ივანიშვილი - 40% („ნეგატიურად“ 60%)
ელენე ხოშტარია - 40% („ნეგატიურად“ 60%)
ხატია დეკანოიძე - 40% („ნეგატიურად“ 60%)
მიხეილ სააკაშვილი 38% („ნეგატიურად“ 62%)
გიორგი ვაშაძე 38% („ნეგატიურად“ 62%)
სალომე ზურაბიშვილი 37% („ნეგატიურად“ 63%)
ირაკლი კობახიძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
არჩილ თალაკვაძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
დავით უსუფაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
ალექსანდრე ელისაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
ზურაბ ჯაფარიძე 34% (ნეგატიურად 66%)
კახა კუჭავა 34% (ნეგატიურად 66%)
ანა ნაცვლიშვილი 34% (ნეგატიურად 66%)
გიგი წერეთელი 31% (ნეგატიურად 69%)
სალომე სამადაშვილი 30% (ნეგატიურად 70%)
ბადრი ჯაფარიძე 29% (ნეგატიურად 71%)
მამუკა ხაზარაძე 29% (ნეგატიურად 71%)
ირმა ინაშვილი 27% (ნეგატიურად 73%)
ნინო ბურჯანაძე 26% (ნეგატიურად 74%)
საბა ბუაძე 25% (ნეგატიურად 75%)
გიგა ბოკერია 24% (ნეგატიურად 76%)
„ფორმულას“ ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.