Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია - 55%-ს, მელია - 46%-ს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ - მინისტრი, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იკავებენ.

კერძოდ, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს "პოზიტიურად" მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას - 46%. ამავე პოლიტიკოსებს "ნეგატიურად" აფასებს: გახარიას - 45%, კალაძეს 45%, მელიას - 54%.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 46% (ნეგატიურად - 54%)

ანა დოლიძე - 45% (ნეგატიურად - 55%)

ირაკლი ღარიბაშვილი - 42% (ნეგატიურად - 58%)

მიხეილ სააკაშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

ბიძინა ივანიშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

გიორგი ვაშაძე - 37% (ნეგატიურად - 63%)

ელენე ხოშტარია - 36% (ნეგატიურად - 64%)

შალვა ნათელაშვილი - 36% (ნეგატიურად - 64%)

ირაკლი კობახიძე - 34% (ნეგატიურად - 66%)

ხატია დეკანოიძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

არჩილ თალაკვაძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

ანა ნაცვლიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

დავით უსუფაშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

სალომე ზურაბიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

ალექსანდრე ელისაშვილი - 31% (ნეგატიურად - 69%)

კახა კუჭავა - 30% (ნეგატიურად - 70%)

ბადრი ჯაფარიძე - 28% (ნეგატიურად - 72%)

გიგი წერეთელი - 28% (ნეგატიურად - 72%)

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

მამუკა ხაზარაძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

სალომე სამადაშვილი - 26% (ნეგატიურად - 74%)

ნინო ბურჯანაძე - 24% (ნეგატიურად - 76%)

ირმა ინაშვილი - 24% (ნეგატიურად - 76%)

გიგა ბოკერია - 22% (ნეგატიურად - 78%)

საბა ბუაძე - 21% (ნეგატიურად - 79%)

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა