30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები სასტუმრო „რუმსში“ ხელს მოაწერენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ქცევის კოდექსსა და მემორანდუმს.
მის: კოსტავას 14
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555101040
30 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის III შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13
30 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა კახიშვილს წარადგენს. წარდგენას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
მის: ევროპისმოედანი
საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28
30 ოქტომბერს, 11:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ და ხელმოწერებს გადასცემენ.
30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ონლაინ ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგი ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/
30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რუმსში“ შუალედურ ანგარიშს: „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსება“ წარადგენს.
მის.: კოსტავას #14
30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიას შეაჯამებს.
მის.: ლონდონის პარკი - არნოლდ ჩიქობავას 17/10
საკონტაქტო: 599437403
30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საერთაშორისო შემფასებელი მისია, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, სასტუმრო „რუმსში“ შეხვდება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
მის: კოსტავას 14
საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე - 555101040
30 ოქტომბერს, 11:30 საათზე გაიმართება პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას ბრიფინგი.
თემა: ქსელური მარკეტები ქართული წარმოების პროდუქციას ბლოკავენ.
მის: ქუთაისი, ვარლამიშვილის 10
საკონტაქტო: გოგი წულაია - 599 237 007
30 ოქტომბერს, 11:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.
მის.: ნოდარ ბოხუას ქუჩა №19
30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" კახაბერ ძაგანია და მისი შტაბი აწყობს საბურთალოს საარჩევნო ოლქში ავტო გარბენს მაჟორიტარობის კანდიდატისა და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდასაჭერად
მის.: გიორგი სააკაძის 1 გასასვლელი (რესტორან თაღლაურასთან, სააკაძის მოედნიდან ჩასასვლელი სანაპიროსკენ)
საკონტაქტო: 579957665
30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თენგიზ ომანიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: პარტიის პროგრამა საწვავის ფასებზე
მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, გლდანის გადასახვევთან
საკონტაქტო: თენგიზ ომანიძე - 599 96 80 88
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
მის: ინგოროყვას 7
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს სამი ყოფილი თავმჯდომარე: გურამ ჩალაგაშვილი, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას გეგმავენ.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კმ
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის" გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "მნიშვნელოვანი დოკუმენტის გასაჯაროება".
მის.: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადვოკატი რუსუდან ქორჩილავა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სიკვდილის პირას მყოფი პატიმრის საქმე, რომელიც მკურნალობას ან სასჯელის გადავადებას ითხოვს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი გუნდთან ერთად, ქვეყნის განვლილ 8 წელს შეაჯამებს და ვითარებიდან გამოსვლის საკუთარ ხედვას წარმოდგენს.
მის: მიცკევიჩის 27ა
30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გუნდთან ერთად წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს მიმართავს.
მის.: მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
30 ოქტომბერს, 19:00 საათზე „არტოს ბაღში“ ანსამბლი „რუსთავი“ კონცერტს გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის 103
30 ოქტომბერს, 19:00 საათზე "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები - მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: შემაჯამებელი ბრიფინგი
მის: ა. მიცკევიჩის 23 (პარტიის ცენტრალური ოფისი)
კონტაქტი : 558363644; 577 799 988
30 ოქტომბერს, 20.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან კობიაშვილს წარადგენს. წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის დახურვა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მის: გლდანი, ახალი საფეხბურთო ცენტრი, მეხუთე და მეშვიდე მიკრორაიონებს შორის
საკონტაქტო: ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41; გრეტა წიწავა 599 19 26 28