მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

როგორც „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის ყველა ლიდერი კონტაქტშია ეპიდემიოლოგებთან და მათი რეკომენდაციებით მოქმედებენ.

„მოგეხსენებათ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბუნებრივია, ჩვენი გუნდისთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ ჩვენ დავხურეთ პარტიის თბილისის სათაო ოფისი. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან სამუშაო შეხვედრა 6 სექტემბრის (კვირის) შემდეგ გადავედით თვითიზოლაციაში, მათ შორის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.

ჩვენი ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ოფისს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.

რა თქმა უნდა შევაჩერეთ თბილისში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციას, შეხვედრებს, კარდაკარს და ა.შ.

თუმცა არ ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას და პირიქით, იმედი გვაქვს, რომ დისტანციურ რეჟიმში ბევრად უფრო ხშირი შეხვედრები გვექნება თვითიზოლაციიდან ონლაინ ჩართვებით და თქვენს თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად კიდევ უფრო მეტი დრო გვექნება.

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის" ალიანსის ყველა ლიდერი არის უშუალოდ კონტაქტში ეპიდემიოლოგებთან და ვმოქმედებთ, მათი რეკომენდაციებით.

ვერ დავუშვებთ, რომ საარჩევნო კამპანიის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ დღეიდან აქტიურად ვერთვებით დისტანციურ რეჟიმზე და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას ონლაინ.“, -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას