პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს

პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.

"ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, ფრაქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონიათ არც ეკა ბესელიასთან, არც ზაზა ხუციშვილთან.

"იმედი გვაქვს ამ ფრაქციის შექმნა იქნება სტიმული სხვა დეპუტატებისთვის ფრაქციის შექმნის. ვისაც ექნება სურვილი ჩვენს ფრაქციასთან თანამშრომლობის, ჩვენ ღია ვართ, რომ მათთან კონსულტაციები ვაწარმოოთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად იქნება ეს ფრაქცია დაკავშირებული გიორგი კვირიკაშვილთან, რაზეც ლევან კობერიძე ამბობს, რომ ფრაქციის შექმნა მის სახელს არ უკავშირდება.

ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას