დაახლოებით 6-თვიანი პაუზის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

დაახლოებით 6-თვიანი პაუზის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია პირველად შეიკრიბა და საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

დროებითი კომისიის თავმჯდომარედ - დეპუტატი ირაკლი ბერაია, ხოლო მდივნად კობა ნარჩემაშვილი აირჩიეს.

კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან იმუშავებენ: გია ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე და გიორგი გაჩეჩილაძე. კომისიაში „ევროპული საქართველოდან“ წარდგენილი არიან - გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატებიდან“ - ადა მარშანია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - რომან გოცირიძე, ხოლო ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით - გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან, რაზეც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ეს ის კომისია არ არის, რომელსაც რაიმე მოსაზრებით შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადო.

კომისიის მდივანი კობა ნარჩემაშვილი გამოვიდა ინიციატივით, მოიძებნოს ორგანიზაციული ფორმა, რომლის საშუალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის კომისიის მუშაობაში საკითხზე მომუშავე ექსპეტრები და ისტორიკოსები ჩაერთვებიან.

ექვს თვეზე მეტია, რაც პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას არ უმუშავია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია, როგორც დროებითი ორგანო, პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს. ის მეცხრე მოწვევის პარლამენეტში 2017 წლის 1-ელ მარტს, ორი წლის ვადით შეიქმნა. კომისიას უფლებამოსილების 2-წლიანი ვადა კი ისე ამოეწურა, რომ ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ამის შემდეგ, 2 აპრილს, პარლამენტმა მიიღო დადგენილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას