დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.
1976 წლიდან იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ეკოლოგიის განყოფილების გამგე. 1984 წელს მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს დოქტორის ხარისხი. 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი.
· გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისია, წევრი (1991-);
· იუნესკოს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, წევრი (1995-);
· საქართველოს "მწვანეთა პარტია", თავმჯდომარე (1995-2007);
· საქართველოს "მწვანეთა პარტია", გენერალური მდივანი (2007-);
· საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-);
· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);
· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);
· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტიის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარე (2017-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტიის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017);
· საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-);
· შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, წევრი (1993-1999).