უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოში, უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2002 წელს მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2003 წელს მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ხოლო 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
სერგი კაპანაძე პარალელურად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ორივე უნივერსიტეტში არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.
2005-2011 წლებში სერგი კაპანაძე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნულ უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში. 2011-2012 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2009 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი, ხოლო 2011 წელს სერგი კაპანაძე დაჯილდოვდა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით.
პროფესიული გამოცდილება
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი (2012 წ. ოქტომბერი - 2016 წ. ოქტომბერი);არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი (2012 წ. ოქტომბერი - 2016 წ. ივნისი);თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოვალების შემსრულებელი (2013 წ. იანვარი - 2013 წ. ივლისი);საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. იანვარი - 2012 წ. ოქტომბერი);დირექტორი; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (2008 წ. ნოემბერი -2011 წ. იანვარი);დირექტორის მოადგილე; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; საქართველოს საგარეო სამინისტრო (2007 წ. სექტემბერი - 2008 წ. ნოემბერი);სამმართველოს უფროსი; ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო; საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური; თბილისი, საქართველო (2006 წ. ოქტომბერი - 2007 წ. სექტემბერი).ბიბლიოგრაფია:
· საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებები და შედეგად შექმნილი გამოწვევები: კრებული (თანაავტორი);
· ევროკავშირი და საქართველო: მიმდინარე საკითხები და მომავლის პერსპექტივები (თანაავტორი);
· ევროკავშირის პოლიტიკა: მიმდინარე საკითხები (თანაავტორი);
· ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალური მეცნიერების მაგისტრატურისათვის (ავტორი).