პარლამენტში გიორგი ქობულიას გამოსვლას უმრავლესობიდან მხოლოდ ზაზა ხუციშვილი,  ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებიან

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოხსენებით გამოდის. შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც ძირითადად ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან.

შეხვედრაზე იყოფება უმრავლესობის სამი წარმომადგენელი - ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი.

გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლესობის ყოფილი წევრები. პარლამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად იმყოფება დავით უსუფაშვილიც.

გიორგი ქობულიას ღია ფორმატში შეხვედრა დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა მას შემდეგ შესთავაზა, რაც მის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლის შესახებ საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კენჭისყრაზე არ დააყენა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს უსმენენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა