დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების სპეციალობით 1991 წელს. 1991-1993 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 1993-1995 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, პროექტების კოორდინაციისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსი; 1995-1997 წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1997-2005 წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2006 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-).