დაბადების ადგილი ქ. თბილისი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი; 2001 წელს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში, სადაც იყო უფროსი პარტნიორი. წლების მანძილზე იგი კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული, მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში. მისი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები იყო ნავთობ-გაზის, სამთომომპოვებელი და მეტალურგიული მრეწველობა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შემდგომ კი ფარმაცევტულ კომპანია Merc&Co-ს წარმომადგენლად საქართველოში. 2018 წლის ივლისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.