სერგი კაპანაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე - ეს არის ევროპულ კურსზე ღიად უარის თქმა - არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის გეზი შეცვალონ, წელს გვექნება ამის შანსი, მერე აღარ

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი თავად არ არის მზად ევროკავშირისთვის და არც უნდათ, ამიტომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის გეზი შეცვალონ, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე აღნიშნავს. კაპანაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.

კაპანაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ევროპულ კურსზე ღიად უარის თქმაა.

„ღარიბაშვილი: „კანდიდატის სტატუსი პიკი იყო". "შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაა". "გაწევრიანებისთვის მზად არ ვართ".

ეს არის ევროპულ კურსზე ღიად უარის თქმა.

სინამდვილეში:

შემდეგი ნაბიჯი არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება, და ეს არ მოხდება რუსული კანონი თუ იქნება მიღებული და 9 პუნქტი თუ არ შესრულდება;

კანდიდატის სტატუსი იყო მხოლოდ დასაწყისი და ისიც "გვაჩუქეს" გეოპოლიტიკური გარემოებების და ქართველი ხალხის პროევროპულობის და არა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო;

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი თავად არ არის მზად ევროკავშირისთვის და არც უნდათ. ამიტომ, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის გეზი შეცვალონ. ეს არის ახლა ყველაზე მთავარი და არა კანონის მიღება/არმიღება.

წელს გვექნება ამის შანსი. მერე აღარ. დღესავით ნათელია ყველაფერი. იმედია ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება ამას”, - აღნიშნავს კაპანაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას