შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები.

„ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას