შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის პოსტზე არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს

დაზუსტებით გეუბნებით, სახალხო დამცველის პოსტზე არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, 1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შესთავაზებენ ფორმატს და პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ომბუდსმენის პოსტზე თანაბრად მისაღები კანდიდატურის წარდგენა.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში განმარტა, თუკი ახალ სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიცია დაბლოკავს, ცხადი იქნება, რომ პროცესი ოპოზიციის მიერ იქნება დაბლოკილი. “1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. პროცედურა იქნება და საზოგადოება კანდიდატს ნახავს. საუბარი იმაზე, თითქოს დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, რადგან პარლამენტში არც ერთ პარტიას არ აქვს ის უმრავლესობა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს. ამ საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ. დაზუსტებით გეუბნებით, რომ ოპოზიციას ფორმატს შევთავაზებთ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ თანაბრად მისაღები იყოს კანდიდატები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის შესახებაც.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას