15 თებერვალს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15 თებერვალს, 10:30 საათზე, ონლაინ ფორმატში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით ცოდნის გაზიარების სესია თემაზე: „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შესახებ" გაიმართება.
15 თებერვალს, 10:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)
15 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
15 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანიის „კოჟორიძე და იურისტები“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია იწყებს სამართლებრივ მოქმედებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.
მის: სანაპიროს ქ.N4
საკონტაქტო ტელ: 599 33 90 34 კახა კოჟორიძე
15 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე განცხადებას გააკეთებს. მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
15 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის მოთხოვნები წარედგინება.
თემა: საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია იწყებს სამართლებრივ მოქმედებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.
მის: სანაპიროს ქ.N4
15 თებერვალს, 11:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრები ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს განცხადებით მიმართავენ.
მის: ილია ჭავჭავაძის 64ბ
საკონტაქტო: 599 024 021
15 თებერვალს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ ბრიფინგს თემაზე - „ბადრი ჯაფარიძის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა არაკონსტიტუციურია“ გამართავს.
მის: ალექსანდრე ყაზბეგის 2 (ბიზნეს ცენტრი საბურთალო სართული 3)
საკონტაქტო: თაკო შიუკაშვილი - 591800542
15 თებერვალს, 11:00 საათზე, „ლელოს“ გენერალური მდივანი და ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის უკანა შესასვლელთან მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
15 თებერვალს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
15 თებერვალს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სეისმურად გააქტიურებული ჯავახეთის ზეგანი და თბილისი, მიძისძვრის საფრთხეები, აქტიური ზონები საქართველოში და რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი მშენებლობები.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
15 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
15 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
15 თებერვალს, 14:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის მეშვეობით ევროპის საბჭოს კვლევის პრეზენტაციის შესახებ პრეზენტაცია- „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება" გაიმართება.
საკონტაქტო: ნათია ქანთარია - 555 633 543
15 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
15 თებერვალს, 18:00-დან 20:00 საათამდე, საზოგადოებრივი ჯგუფების ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.