ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო

პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისია შეიქმნა, რომლის გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შემცირდება.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარლამენტში ვიყავი, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს შეეხებოდა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ, თუმცა 36% პენსიონერებისთვის მაინც მაღალია. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით კომისია შევქმენით, ამ საკითხზე იმუშავეს და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული პროცენტი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა