თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა, თუ რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.
მან აღნიშნა, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი, ლევან დავითაშვილი არსებულ პრობლემებს თავს ღირსეულად გაართმევს.
„უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა თუ რა ცვლილებები განხორციელდება. მინდა ქალბატონ ნათიას წარმატებები ვუსურვო იქ, სადაც მომავალში მუშაობას გააგრძელებს. მინდა მას მადლობა გადავუხადო განხორციელებული საქმიანობისთვის, ლევან დავითაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც არსებობს, ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად გაართმევს თავს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა გუშინ დატოვა. ის აღნიშნულ პოსტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.