სამუშაო გამოცდილება
2019 წლის 18 აპრილიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2018 წლის 14 სექტემბერი - 2019 წლის 17 აპრილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
2013 წ. აგვისტო - 2018 წ. სექტემბერი - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
2006 – 2013 წ.წ. - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
2005 წ. სექტემბერი - 2006 წ. ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
2005 წ. მაისი - სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
1997 - 2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;
1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.
განათლება
2012 - 2014 წ.წ. - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი;
2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯ.კენედის სახ. სამთავრობო სკოლის ეგიდით;
1994 წ. - დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
1990 – 1994 წ.წ. - ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა;
1985 – 1990წ.წ. - ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი (წითელი დიპლომი), ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ეკონომისტი;
1985 წ. - დაამთავრა ქ. თბილისის N56 საშუალო სკოლა (ოქროს მედალი);
არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.
ენები
ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა
მეუღლე და ერთი შვილი