ლევან დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს შეხვდა

„მქონდა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ეკონომიკის აღდგენაზე. ამ სამინისტრომ, განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის პირობებში, თავი გამოიჩინა ეკონომიკის მხარდაჭერით, როცა ბიზნესის ყველა სექტორს ჰქონდა იმედი ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობით და ჩვენ ვნახეთ, რომ 2019 წლის მონაცემებს რეალურად დავუბრუნდით ანუ მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა პანდემიამდელ მდგომარეობაში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა და მოადგილეები ესწრებოდნენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს გუნდის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებაზე.

„გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ არსებული მთავარი ვალდებულებების სწორად შესრულებას, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოზიდვას“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა