ნათია თურნავა - მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები - რა თქმა უნდა, გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები

მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მან გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის.

„მინდა მადლობით დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს. სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წელი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ, საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო რთული წლები, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება.

ახალა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი.

რაც შეეხება გეგმებს. ეს სამი წელი არ იყო მარტივი. ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო და რთული იყო. მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერ ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა, მედიას, იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით’“,-აღნიშნავს თურნავა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა