გია ვოლსკი გიგი უგულავას განცხადებაზე - შალვა ნათელაშვილის ფანჩატური ქოლგით შეიცვალა

პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან "ნაცმოძრაობის“ სატელიტებად" იწოდება ღიად ყველა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალირი მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

"ფრთიანი ფრაზა არსებობდა - შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან "ნაცმოძრაობის სატელიტებად" იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.

მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა „თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა