გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას

მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადადგმული ნაბიჯები, რეჟიმის მხარდამჭერ და უგუნურ ნაბიჯებად მიაჩნია, რადგან „თავად შექმნეს ატმოსფერო, როდესაც სხვა პოზიციის მქონე ხალხს ნაგვის ყუთებს ახურავდნენ და შემდეგ იგივე ქნეს, რისთვისაც სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ“.

,,თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს - უნდობლობის გაჩენა პოლიტიკური პროცესის მიმართ მოქალაქეებში, როდესაც დღეს ერთს იძახი, ხვალ მეორეს და ორივეჯერ მართალი ხარ. ნორმალურ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის გამოყენება პარლამენტში არის აუცილებელი და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში ამას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა