რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს უსურვებს.

"დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულთა დღესასწაულს, როცა ბეთლემის პატარა გამოქვაბულში მხსნელი - მაცხოვარი იშვა და კაცობრიობის ისტორიაში ათვლის ახალ წერტილს დაუდო სათავე.

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უძღვებოდა. საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, სანდრო შეყილაძე და სხვები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს გისურვებთ", - აღნიშნულია სააგენტოს მილოცვაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა